ობიექტის შესახებ
ჩვენი ღვინის მარანი, რომელიც ჩვენმა დიდმა პაპამ ჯერ კიდევ მე-19-ე საუკუნეში ააშენა, მდებარეობს შუაგულ კახეთში, სოფელ გურჯაანში - გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ორგუმბათოვანი ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე. მარნის ისტორია იწყება 1895 წლიდან როდესაც მარანში პირველად დაიწურა ყურძენი და დამზადდა ქვევრის ღვინო ტრადიციული კახური ტექნოლოგიით და დღემდე ამ ტრადიციას ვაგრძელებთ.
ჩვენთან ღვინის დამზადება ხდება მხოლოდ ჩვენი საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძნისაგან, რომელსაც ვაწარმოებთ ბიო-ორგანული მოვლის მეთოდებით.
ჩვენთან მოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ:
1) დააგემოვნონ 5 სახეობის ღვინო (მხოლოდ ქვევრი): რქაწითელი, საფერავი, ხიხვი, ქისი და კახური მწვანე.
2) დაათვალიერონ და გაეცნონ მე-19 საუკუნის ღვინის მარნის და საცხოვრებელი სახლის ისტორიას.
3) გაეცნონ ვენახის მოვლის ბიო-ორგანულ და ტრადიციულ მეთოდებს.
4) მონაწილოება მიიღონ რთველში და გაეცნონ ქვევრში ღვინის დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიას.