ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7“ღვინის სახლი გურჯაანი” მდებარეობს კახეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქალაქ გურჯაანში, რეგიონი განთქმულია მეღვინეობის უძველესი ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით. ჩვენს ოჯახში 1864 წლიდან იწურება ღვინო რამეთუ საწნახელი რომელიც ჩვენს მარანში დღესაც თავს იწონებს გამოთლილია აღნიშნულ წელს და ყოველ სეზონზე უწყვეტათ მასპინძლობს რთველს, ჩემი შვილი მეექვსე თაობაა და აგრძელებს ოჯახურ ტრადიციებს,ჩვენი ვენახები მდებარეობს ზღვის დონიდან 800 მეტრზე სოფელ ფხოველში,გურჯაანიდან დაშორებულია 9 კილომეტრით, ვენახს ვუვლით მხოლოდ ბიო წესით და გვაქვს ეკოლოგიურად სუფთა მთის პროდუქტი.
გვაქვს 5 სახეობის ჯიშის ყურძენი: ქისი, ხიხვი, მწვანე, რქაწითელი და საფერავი,
ღვინოს ვწურავთ და ვავარგებთ მხოლოდ ქვევრებში რაც მეტ უნიკალურობას სძენს მის ხარისხს. ვწურავთ სეპაჟური მეთოდით, ვაკეთებთ კუპაჟებს და მუდმივად ახლის ძიებაში ვართ რაც ღვინოს საშუალებას აძლევს წარმოაჩინოს თავისი თავი უფრო გახსნილი და გამდიდრებული არომატებით.
ღვინის სახლში ხშირად გვსტუმრობენ უცხოელი ტურისტები რომლებსაც საშუალება ეძლევათ მიიღონ რთველში მონაწილეობა,დააგემოვნონ სხვადასხვა უნიკალური ჯიშის ღვინოები, ვუტარებთ დეგუსტაციებს, მონაწილეობას იღებენ საჭმელების მომზადებაში, ვუტარებთ მასტერკლასებს, ავლებენ ჩურჩხელას, აცხობენ პურს თონეში, უსმენენ ფოლკლორული ჯგუფის მიერ შესრულებულ სიმღერებს. ჩვენ და ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ვცდილობთ სტუმარს ვანახოთ ნამდვილი ქართული ტრადიციული დახვედრა რაც მეტ პოპულარობას სძენს არა მხოლოდ ჩვენს კომპანიას არამედ მთელს საქართველოს.