Skip to content
Logo

ყვარლის ღვინის გვირაბი

ღვინის საწარმო

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

ყვარლის ღვინის გვირაბი არის უნიკალური სივრცე, რომელიც სტუმრებს პრემიუმ კლასის ღვინის დაგემოვნების, კულტურულ და კულინარიულ მასტერკლასებში მონაწილეობის, უგემრიელესი კერძების გასინჯვისა და მშვიდ ბუნებაში განტვირთვის საშუალებას აძლევს. ყვარლის ღვინის გვირაბში სტუმრებს მეღვინეობა ხარებას პრემიუმ კლასის ღვინით ვუმასპინძლდებით. ერთ სივრცეში შესაძლებელია 30-მდე სახეობის ვაზის ჯიშისგან შექმნილი 50-ზე მეტი დასახელების ღვინის დაგემოვნება. აქ თავს იყრის საქართველოს თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელი ღვინო, რაც საოცარ მრავალფეროვნებასა და გემოთა პალიტრას ქმნის. ჩვენთან მოსული სტუმარი არამარტო კახეთს არამედ მთელ ქვეყანას შეიგრძნობს. სტუმრებს ასევე საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებული ღვინოების შეძენაც შეუძლიათ. ჩვენთან ღვინის დეგუსტაცია ქართული ტრადიციების ფონზე მიმდინარეობს. სტუმრებს დასაწყისშივე ანსამბლი „გურჯაანი“ ეგებება და მათთვის ცოცხლად ასრულებს ხალხურ სიმღერებს. შემდეგ კი ერთად ვმოგზაურობთ მეღვინეობის 8000 წლიან ისტორიაში. ღვინის დეგუსტაციის პროცესს კი განსაკუთრებულს თამადის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოები ხდის. ყვარლის ღვინის გვირაბში ღვინის დეგუსტაციის შემდეგ განსაკუთრებული პოპულარობით კულინარიული მასტერკლასები სარგებლობს. სტუმრებს შეუძლიათ თავად გამოაცხონ პური თონეში, ამოავლონ ჩურჩხელა, მოახვიონ ხინკალი და ბოლოს თავისივე ნახელავი დააგემოვნონ. გარდა ამისა, გვაქვს მეთუნეობის კუთხეც. აქ სტუმრები ეცნობიან ქვევრის დამზადების პროცესს და ბოლოს თავად აკეთებენ მინიატურულ, სამახსოვრო ქვევრებს. ბუნებაში განტვირთვის მოყვარულ მოგზაურებს შეუძლიათ ჩვენს მშვიდ და მწვანე ეზოში დასხდნენ, შეარჩიონ სასურველი ღვინო, შეუკვეთონ ხემსის დაფა და დატკბნენ მშვენიერი დღით. ყვარლის ღვინის გვირაბის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი მთის ქედზე განფენილი რესტორანია, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. მენიუ მრავალფეროვნებითა და ავთენტურობით გამოირჩევა. თუმცა მთავარი უპირატესობა კერძების დაუვიწყარ გემოშია, რასაც ჩვენივე მეურნეობებიდან მიღებული ნატურალურად სუფთა და მუდმივად ახალი ინგრედიენტები ქმნიან. ექსკლუზიურების მოყვარული სტუმრებისთვის კი შესაძლებელია სადილის ან ვახშმის ვენახში გამართვაც.

შეთავაზებები

Option — საწნახელი
საწნახელი
Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
კახეთი
მეურნეობის დასახლება