ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7შავერგეს კოტეჯები მდებარეობს შილდიდან 5კილომეტრში, ჩვენ გვაქვს ორი მანსართული ტიპის კომფორტული კოტეჯი პატარა ტერსებით, თითოეული გათვლილია 4 პერსონაზე, კოტეჯებში მოსულ ტურისტებს შავერგეს საფერავის ერთი ბოთლი ღვინო დახვდებათ საჩუქრად. კოტეჯები განკუთვნილია მათთვის ვისაც მშვიდ, მყუდრო და უასაფრხო გარემოში დასვენება უყვარს. კოტეჯების ირგვლივ დიდი მწვანე ეზოა, დიდი საქანელებით, აქვეა ხეხილის ბაღი, ჩვენი საოჯახო ღვინის მარანი შავერგე, ვენახი, კოცონის დასანთები ზონა, თონე, ღია სივრცე მასტერკლასბისთვის და პატარა სამზარეულო , რომელიც აღჭურვილია სამზარეულოს ტექნიკით და ინვენტარით. აქ ყველაფერია კომფორტული დასვენებისთვის