ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ივერი ბერიძის საოჯახო ვენახები მდებარეობს საქართველოს ულამაზეს მხარეში აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანისში, ქალაქ ბათუმიდან აღმოსავლეთით 50 კმ დაშორებით, აჭარისწყლის ხეობაში, სადაც ყურძნის წარმოებისათვის უნიკალური პირობებია.
ეს ადგილი ზღვის დონიდან 500 მეტრზეა, მზის ინტენსივობა მაღალია. რელიეფის, მიკროკლიმატისა და ნიადაგის ერთობლიობა კარგ პირობებს ქმნის მაღალხარისხიანი საოჯახო ღვინის წარმოებისთვის.
ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე გაშენებულია „ცოლიკოურის“, „ჩხავერის“ და ,,საწურის“ სანიმუშო ვენახები, ასევე მცირე რაოდენობით 10-ზე მეტი დასახელების ვაზის ენდემური ჯიშები.
როსტომ და ივერი ბერიძეების ოჯახს ღვინის წარმოების საუკუნოვანი გამოცდილება და ტრადიციები გააჩნია, ქონდათ მარანი და აწარმოებდნენ ღვინოს ქვევრებში. ჩვენი მიწის ნაკვეთში ნაპოვნია ძველი ქვევრები, რომელიც მიანიშნებს, რომ აქ ვაზის კულტურა უხსოვარი დროიდან არსებობდა.
მრავალი წლების განმავლობაში ჩვენმა ოჯახმა განავითარა მეღვინეობის ტრადიციები, გვაქვს ,,ღვინის მცირე საწარმო“ ბოთლებში ჩამოსხმით და ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის საოჯახო ,,ცოლიკოურის“, ,,ჩხავერის“ და ,,საწურის“ ბიოლოგიურად სუფთა, უნიკალურ ღვინოს ,,ივერის ვენახების“ სახელწოდებით.
ივერი ბერიძის ოჯახი ბედნიერი იქნება გიმასპინძლოთ, რომ გაგაცნოთ მეღვინეობის საოჯახო ტრადიციები და ღვინის დეგუსტაციის საიდუმლოება.