Skip to content
Logo

ითრეველი

ტურისტული კომპანია

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

eTravel-ი არის თანამედროვე B2B პლატფორმა. ჩვენ ტურისტულ სააგენტოებს, ტუროპერატორებსა და ბანკებს ავიაბილეთების ძიების, დაჯავშნისა და გაყიდვის თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ. ჩვენი პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ავიაკომპანიისა და მომწოდებლის შეთავაზებებს GDS და NDC ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც პარტნიორებს საშუალებას აძლევს, მარტივად მართონ ჯავშნები, შეადარონ ტარიფები და გაზარდონ გაყიდვების ეფექტიანობა. რატომ eTravel-ი? უფასო რეგისტრაცია და სარგებლობა - ყოველთვიური გადასახადებისა და სავალდებულო მინიმალური გაყიდვების გარეშე. მრავალფეროვანი ავიაკონტენტი - სხვადასხვა ავიაკომპანიის შეთავაზებები ერთ სივრცეში. მოქნილი საკომისიო სისტემა - თავად განსაზღვრეთ ფიქსირებული ან პროცენტული საკომისიო. მარტივი მართვა - ავიაბილეთების ძიება, დაჯავშნა, გაფორმება და შეკვეთების კონტროლი ერთ სისტემაში. პარტნიორების მხარდაჭერა - ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ თანამშრომლობის ყველა ეტაპზე. eTravel-ი პარტნიორებს ასევე სთავაზობს უფასო API ინტეგრაციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ავიაბილეთების ძიებისა და დაჯავშნის ფუნქციონალის საკუთარ სისტემაში ინტეგრირება, ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია და გაყიდვების მასშტაბირება. API-ით ბილეთების გაფორმება ხორციელდება წინასწარ შევსებული დეპოზიტიდან შესაბამისი თანხის ჩამოჭრით. განავითარეთ თქვენი ბიზნესი eTravel-თან ერთად! ჩვენი მიზანია, ტურისტულ სააგენტოებს მივცეთ მეტი ტექნოლოგიური შესაძლებლობა, ფინანსური მოქნილობა და დამოუკიდებლობა დამატებითი ხარჯების გარეშე. eTravel-ი თქვენი ტექნოლოგიური პარტნიორი ტურიზმში. 🌐 საიტი: https://b2b.etravel.ge/ka 🌐 B2B პლატფორმა: https://agent.etravel.ge/
თბილისი
რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. 9