ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7შპს იმპრეშენ ჯორჯია არის გერმანულ-, ინგლისურ- და რუსულენოვანი ტურისტული სააგენტო თბილისში. საქართველოში გერმანულენოვანი მოგზაურების მომსახურების მრავალწლიანმა გამოცდილებამ განაპირობა ჩვენი სააგენტოს დაარსება 2019 წელს.
ჩვენ გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას კავკასიონის ჯადოსნურ, ხელუხლებელ ბუნებაში, სადაც სტუმარი ეცნობა ადგილობრივ კულტურას, უძველეს წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს. ასევე აღმოაჩენთ ქრისტიანობამდელი და ადრექრისტიანული სამყაროს მდიდარ მემკვიდრეობას, მის არქიტექტურასა და ტრადიციებს, და შეაღებთ კარს ქართული სუფრისა და ღვინის კულტურის საოცარ სამყაროში.
ჩვენი მოგზაურობები სავსეა ენერგიით, შთაბეჭდილებებითა და ახალი ცოდნით. ისინი მრავალფეროვანი, ფერადი და, რა თქმა უნდა, გემრიელია! ყოველი ტური განსაკუთრებულ ემოციებსა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გჩუქნით.