ობიექტის შესახებ
ტურისტული კომპანია ნი ჰაო ჰოლდინგი არის სტარტაპი, რომელიც საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციას ახორციელებს ჩინეთის ბაზარზე. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ inbound ტურისტების რაოდენობა და უფრო მეტ ჩინელ დამთვალიერებელს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული რესურსები, კულტურული მრავალფეროვნება და უნიკალური გამოცდილებები.
კომპანია სთავაზობს სტუმრებს საოჯახო, ინდივიდუალურ, სოლო, წყვილებისა და ჯგუფურ მოგზაურობებს, მათ შორის სხვადასხვა მიმართულებით: გასტრონომიული ტურები, სათავგადასავლო ტურები, კულტურულ-ისტორიული მარშრუტები, MICE ტურიზმი (კონფერენციები, შეხვედრები, ბიზნეს-ტურები) და სხვა თემატური პაკეტები.
ნი ჰაო ჰოლდინგი ყურადღებას ამახვილებს მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, მრავალენოვან გიდებზე და უსაფრთხო სამოგზაურო გამოცდილებაზე. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც სტუმარს პირველივე ვიზიტზე უჩენს ემოციას და კვლავ დაბრუნების სურვილს.