ობიექტის შესახებ
ტურისტული სააგენტო „Authentic Georgia“ ქართული კომპანიაა, რომელიც ოპერირებს სამხრეთ კავკასიაში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ჩვენი ისტორია გიდობით დაიწყო. წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობამ და ადგილობრივებთან მჭიდრო ურთიერთობამ მოგვცა უნიკალური ცოდნა ქვეყნის კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და ცხოვრების წესის შესახებ - ისეთი გამოცდილება, რომელსაც ვერცერთი გზამკვლევი სრულად ვერ გადმოსცემს.
მრავალი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით წამყვან ბრიტანულ და ევროპულ ტურისტულ კომპანიებთან, როგორც ტურ-ლიდერები და ტურ-ოპერატორები, რამაც მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება შეგვძინა.
დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე შევქმენით „Authentic Georgia“. ჩვენი მიზანია, სტუმრებს ვაჩვენოთ საქართველო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია - სტუმართმოყვარე, მრავალფეროვანი და დაუვიწყარი.
ვქმნით უნიკალურ მარშრუტებს, მათ შორის ნაკლებად ცნობილ და ავთენტურ მიმართულებებს, და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მდგრადი ტურიზმის განვითარებას- ადგილობრივი თემების მხარდაჭერას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და გარემოზე ზრუნვას.
„ოსენთიქ ჯორჯია“ გთავაზობთ საუკეთესო სალაშქრო და კულტურულ ტურებს, ღვინისა და გასტრონომიულ მოგზაურობებს, ველოტურებსა და დამოუკიდებელ (Self-Guided) ტურებს, ასევე კომბინირებულ ტურებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
თბილისიდან გამავალი ჩვენი ერთდღიანი ტურები მოგზაურებს შესაძლებლობას აძლევს მოკლე დროში აღმოაჩინონ საქართველოს გამორჩეული ღირსშესანიშნაობები, კულტურული ძეგლები და ღვინის რეგიონები.
ჩვენი სერვისები:
• მრავალენოვანი პროფესიონალი გიდები
• კომფორტული სატრანსპორტო მომსახურება
• ტრანსფერების ორგანიზება
• სასტუმროების დაჯავშნა
• ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული ტურების დაგეგმვა