Skip to content
Logo

ჯორჯიან დიემსი

შემომყვანი

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

ტურისტული სააგენტო „ჯორჯიან დიემსი“ ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს სამხრეთ კავკასიაში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ტურიზმის სფეროში 17-წლიანი გამოცდილებისა და ადგილობრივ პარტნიორებთან, გიდებთან, სასტუმროებსა და სერვისის მომწოდებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, ვქმნით კომფორტულ, პროფესიონალურ და ავთენტურ მოგზაურობებს კავკასიის მასშტაბით. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სალაშქრო და კულტურულ ტურებს, ღვინისა და გასტრონომიულ მოგზაურობებს, ველოტურებსა და დამოუკიდებელ (Self-Guided) ტურებს, ასევე კომბინირებულ ტურებს. ჩვენი მრავალენოვანი პროფესიონალი გიდების, გამოცდილი მძღოლებისა და კვალიფიციური ტურისტული მენეჯერების გუნდი თითოეულ მოგზაურობაში აერთიანებს ადგილობრივ გამოცდილებას, ინდივიდუალურ მიდგომასა და პროფესიონალურ მომსახურებას. „ჯორჯიან დიემსი“ ერთ-ერთი პირველი ქართული კონპანიაა რომელსაც მიღებული აქვს ევროპის მდგრადი განვითარების საერთაშორისო სერტიფიკატი - ”Travelife Certified”. თქვენი სურვილებიდან ვქმნით დაუვიწყარ მოგზაურობებს.
თბილისი
პავლე ინგოროყვას 4ა, მესამე სართული