Skip to content
Logo

შუხმან ვაინს ჯორჯია

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
თუ ეძებთ იდეალური განტვირთვისა და დასვენებისთვის ადგილს, სადაც დრო ჩერდება და თითოეული წამი ღვინის ზღაპარში მოგზაურობას ჰგავს, ამისთვის Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA იდეალური არჩევანია! კავკასიონის უმშვენიერესი ხედებითა და ვენახებით გარშემორტყმული ღვინის კომპლექსი აერთიანებს სასტურმროს, რესტორანს, ღვინის ბარს, ღვინის სპასა და შუხმანის ღვინის სოფელს იზოლირებული ვილებით, რომლებიც საუკეთესო არჩევანია თუ დასვენებას მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გეგმავთ. შატოში სტუმრობის დროს თქვენ დააგემოვნებთ უგემრიელეს ქართულ კერძებს და პრემიუმ ხაზის ღვინოებს, გაეცნობით ტრადიციული კახური, კლასიკური და ცქრიალა ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს პროფესიონალ გიდებთან და სომელიეებთან ერთად, იზრუნებთ საკუთარი სხეულის სილამაზეზე შუხმანის ღვინის სპაში, სადაც ღვინის გამაჯანსაღებელი თერაპიები გელით 100%-ით ნატურალური კოსმეტიკითა და წითელი ღვინის აბაზანებით. გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილისა, თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ ტერიტორიაზე არსებული მრავალი გასართობი სივრცით: ღია და დახურული საცურაო აუზები, ცხელი წყლის ჯაკუზები ღია ცის ქვეშ, მინი-გოლფი, სპორტ-დარბაზი, საბილიარდო, კულინარიული მასტერკლასების კუთხე, მაგიდის ტენისი და საბავშვო ატრაქციონები. შუხმანის ღვინის კომპლექსში ყველაფერია იმისთვის, რომ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთდ!

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
55
ადგილების რაოდენობა
120
Option — საკონფერენციო დარბაზი
საკონფერენციო დარბაზი
Option — ბარი
ბარი
Option — საცურაო აუზი
საცურაო აუზი
Option — საუნა
საუნა
Option — ფიტნეს ცენტრი
ფიტნეს ცენტრი
Option — რესტორანი
რესტორანი
Option — Pet friendly
Pet friendly
კახეთი
თელავის რაიონი სოფელი კისისხევი