Skip to content
Logo

წინაპარი

რესტორანი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
საზოგადოება წინაპრის ისტორიული და ტურისტული კომპლექსი სოფელ შილდაში კომპლექსი ,,წინაპარი" მდებარეობს კახეთის ულამაზეს რეგიონში, სოფელ შილდაში კახთა მეფის ლევანის აგებულ ციხე-გალავნის ტერიტორიაზე. VI საუკუნის გალავანი განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა. სტუმარს უპირველეს ყოვლისა თვალში ხვდება ქართული აგურითა და ქვით, საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის მახასიათებელი ორნამენტებით აგებული შენობა-ნაგებობები ტერიტორიაზე განთავსებულია:  ეთნო მუზეუმი, სადაც დაგხვდებათ ისტორიკოსი, რომელიც გაგაცნობთ მუზეუმის ბიბლიოთეკას - სხვადასხვა ენაზე დაწერილ საქართველოს ისტორიას. ძველი ქართული იარაღების სამუზეუმო ექსპონატებს, ასევე გაჩვენებთ უცხო ქვეყნებიდან მოპოვებულ სხვადასხვა საუკუნეების ისტორიულ საქართველოს რუქებს. მუზეუმის გვერდზე მოწყობილია მცირე ამფითეატრი, შუა ცეცხლითა და სცენით, სადაც ისტორიკოსი სტუმრებს აჩვენებს სხვადასხვა დოკუმენტურ ფილმებს საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ქართულ ეთნო საბრძოლო ხელოვნებაზე და ქართულ ჭიდაობაზე  ქართული ტრადიციული სამჭედლო, სადაც მჭედლები და მეიარაღეები სტუმრებს გააცნობენ ძველ ქართულ ეთნო მჭედლობას, მის ისტორიას, მიმართულებებს. თუ როგორ იჭედებოდა ძველ საქართველოში ხანჯალი, ნალი და ა.შ.  ისტორიული მარანი, სადაც ერეკლე II-ის დროინდელი ქვევრებია განთავსებული. სტუმრებს შეუძლიათ 300 წლიან ქვევრში დაყენებული უგემრიელესი ქართული ღვინის დეგუსტაცია  გალავნის ღია სივრცეში მოწყობილია ტრადიციული ეთნო სამზარეულო, სადაც ქართული ტრადიციული მეთოდით შუა ცეცხლზე და ქვაზე მზადდება ქართული კერძები, ასევე იმართება ქართული ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები - ჩურჩხელის ამოვლება, ხინკლის მოხვევა, თონის პურის გამოცხობა და ა.შ  რესტორანი უგემრიელესი ქართული კერძებით, რომლებიც მომზადებულია ასოციაცია „წინაპრის“ ფერმების ნატურალური პროდუქციით. სტუმრებისთვის ფუნქციონირებს 120 კაციანი მთავარი დარბაზი და 50 კაციანი მცირე დარბაზი. ასევე დამატებით გარე სივრცეში შესაძლებელია 300-400 სტუმრის მიღება  ეთნო კოტეჯები - ტერიტორიაზე განთავსებულია კოტეჯები, რომელიც საქართველოს სხვა და სხვა კუთხის თემატიკით არის აშენებული და ამავდროულად სრულიად თანამედროვედ არის აღჭურვილი. თითოეულ კოტეჯს აქვს მისაღები ოთახი ბუხრით და თანამედროვე სამზარეულოთი, საძინებელი და აივანი, საიდანაც ჩანს კავკასიონის მთები.  კომლექსში მდებარეობს საბავშვო სპორტული ბანაკი 20 ბავშვისთვის, სავარჯიშო დარბაზით, შიდა და გარე საჭიდაო მოედნით და ა.შ.  კომპლექსში განთავსებულია სპეციალური სივრცეები გამოფენისთვის და კონფერენციებისთვის გალავანი „წინაპრის“ გვერდზე ჩამოედინება მდინარე ჩელთი, სადაც მოწყობილია სპეციალური საბანაოები სტუმრებისთვის. მდინარე ჩელთი „წინაპრის“ ტერიტორიას ძელ ქართულ ნასოფლართან - ვეძისხევთან აკავშირებს. ვეძისხევი წინა საუკუნეებში იყო სასაზღვრო სოფელი ლეკებთან, რის გამოც ხშირად ხდებოდა ლეკების თავდასხმის ობიექტი, ამიტომ ვეძისხევის მოსახლეობა იძულებული გახდა სოფელ შილდაში ჩამოსახლებულიყო. ვეძისხევში სტუმრებს შეუძლიათ „წინაპრის“ კუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილებითა და ცხენებით გადავიდნენ და მოინახულონ უძველესი IX – X საუკუნეების ტაძრები, მათ შორის ერთ ტაძარს ასოციაცია „წინაპრის“ მიერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და გახდა მოქმედი, სადაც შესაძლებელია ჯვრისწერისა და ნათლობის რიტუალების ჩატარება, ასევე ვეძისხევში სტუმრებს შეუძლიათ ნახონ უძველესი კოშკები, გამართონ პიკნიკი ტყეში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში და ა.შ. ამ ისტორიულ გარემოში შეიძლება ჩატარდეს ნათლობები, ჯვრისწერები, აღინიშნოს ღირშესანიშნავი თარიღები, საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა

შეთავაზებები

Option — კულტურული პროგრამა
კულტურული პროგრამა

სამზარეულო

ქართული
კახეთი
შილდა,შილდის გალავანი