ობიექტის შესახებ
კიდევ ერთი გამორჩეული გასტრონომიული გამოცდილება "წისქვილი ჯგუფისგან", სადაც ქართული კულინარიული ტრადიციები ერწყმის თანამედროვე გემოებს.
დახვეწილი ინტერიერი, პანორამული ხედები თბილისზე, 800კვ.მ-ზე გაშლილი ტერასა, სცენა, ღია და დახურული ბარი, გამორჩეული გასტრონომია და დახვეწილი სერვისი - ეს არის სივრცე, სადაც ძველი და ახალი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
22-წლიანი გამოცდილებით და ნდობით შეიქმნა „წისქვილის“ ბრენდი, რომელიც არასდროს წყვეტს განვითარებას და თამამად ამბობს ახალ სიტყვას ბაზარზე