ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“, რომელიც მდებარეობს ქალაქ წყალტუბოს ცენტრში, სტუმრებს სთავაზობს მშვიდ და კომფორტულ გარემოს სასიამოვნო დასვენებისთვის. სასტუმროს გააჩნია სხვადასხვა ტიპის 76 ნომერი, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი, ბარი, საკონფერენციო დარბაზი, მცირე შეხვედრების ოთახი, თანამედროვე სტანდარტების ფიტნესდარბაზი, გარე საცურაო აუზი, მასაჟის სალონი და პატიო.
სასტუმროს სიახლოვეს დამსვენებლებს ელოდებათ არა მხოლოდ რეკრეაციული წყაროები, არამედ უნიკალური ჰავა და ულამაზესი ბუნება. წყალტუბოს წყლები დაავადებებს უფრო სწრაფად კურნავს, ვიდრე ძლიერი მედიკამენტური საშუალებები, ხოლო მკურნალობის ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება მთის ჰაერთან, მზის სხივებთან და მარადმწვანე მცენარეებთან შერწყმით.