ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7The House Hotel Kakheti — 5* lifestyle სასტუმროა, სადაც თანამედროვე ხელოვნება, ღვინო, სპორტი და ბუნება ერთ გამორჩეულ გამოცდილებად ერთიანდება.
სასტუმრო მდებარეობს ყვარელში, 40 ჰექტარზე გადაჭიმული ვენახებითა და ბუნებრივი ტყით გარშემორტყმული სივრცე სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც კახეთის უნიკალურ ბუნებას, კულტურასა და ხასიათს განსაკუთრებულად ასახავს.
სასტუმრო აერთიანებს 94 ოთახს, სპა ცენტრს, დახურულ და ღია საცურაო აუზებს, ღონისძიებათა სივრცეებს, რესტორანსა და ლობი კაფეს, სადაც ადგილობრივი სამზარეულოა წარმოდგენილი.