Skip to content
Logo

აგრო სახლი ქორენა

მზისკარი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
აგროსახლი ქორენა მდებარეობს იმერეთის ულამაზეს სოფელ გელათში.ჩვენი მიმართულება აგრო და გასტრო ტურიზმი ჩვენტან მოსული სტუმრები ნათლად ხედავენ ნამდვილ, ქართულ, იმერულ, სტუმართმასპინძლობას და კულტურას. აგემოვნებენ უგემრიელეს იმერულ სამზარეულოს.შეუძლიათ დარჩენ ულამაზეს ეკო კოტეჯებში, აივნიდან იშლება გელათის მონასტრის და ხვამლის მთების ულამაზესი ხედები. სასტუმროსა და რესტორნის სტანდარტები არ გვაქვს. აქ ყველაფერი ისე მზადდება, როგორც ოჯახში. ჩვენ გემრიელი კერძები მოგვწონს, ამიტომ სტუმრებსაც ეკოლოგიურად სუფთა, ახალ-ახალი პროდუქტით ვუმასპინძლდებით. ხარისხზე ზრუნვით, 2024 წლამდე ისე მოვედით რომ, მომხმარებლის რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. საოჯახო მარანი გვაქვს. ჩემი მეუღლე, გიგა, ღვინოს თავად ამზადებს და სტუმრებს ნატურალური ღვინით ვუმასპინძლდებით. ტურისტებს განსაკუთრებით კეცის ხაჭაპური,ნეშოიანი ჭადი და ლობიო მოსწონთ, რომელსაც ბებიას რეცეპტით ვამზადებთ და მისი გემო ყველას აღაფრთოვანებს. რძის პროდუქტების დესერტებიც გვაქვს… სხვადასხვანაირი მასტერკლასი გვაქვს - მცირე, საშუალო, დიდი, პროფესიონალური. ერთი კვირით დარჩენის შემთხვევაში, სტუმარს იმერული სამზარეულოს ნაირსახეობას შევასწავლით. ჯერ უყურებენ, თუ როგორ ვამზადებთ ხაჭაპურსა და მჭადს კეცებზე, შემდეგ თავადაც იღებენ მონაწილეობას. უცხოელები ლობიოსა და მჭადს ისეთი ოვაციებით ხვდებიან, თითქოს ბავშვობიდან ამ კერძს მიირთმევდნენ. ქართული ფოლკლორიც შევიყვანეთ, მოცეკვავე ბიჭი გვყავს, რომელიც ილეთებს შეასწავლის. ხშირად გვთხოვენ ხინკლის მასტერკლასს, თუმცა სხვა კუთხის სამზარეულოს არ ვეხებით და უარს ვეუბნებით. რადგან ჩვენი ნიშა იმერულ-ოკრიბული სამზარეულოა, ამას არც არასდროს შევცვლით!

შეთავაზებები

Option — კულტურული პროგრამა
კულტურული პროგრამა
Option — Pet friendly
Pet friendly

სამზარეულო

ქართული
იმერეთი
სოფელი გელათი მე-6 ჩიხი პირველი შესახვევი