ობიექტის შესახებ
ყველასათვის საყვარელი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მე-10 სართულზე მდებარე ATI რუფტოპ რესტორანი ეს არის თანამედროვე ქართული სამზარეულო, ბარი, ტერასა და ლაუნჯი. დახვეწილი ინტერიერი, საუკეთესო პანორამული ხედი ქალაქზე და განსაკუთრებული მომსახურეობა ზუსტად ასახავს ქართულ სტუმარმასპინძლობის კულტურას და ყოველთვის ახალი აღმოჩენაა ქართველი თუ უცხოელი სტუმრისთვის.
„ათის“ კულინარიული გუნდი დაკომპელქტებული სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებისგან - ყველა მათგანს საკუთრი წვლილი შეაქვს ძველი ტრადიციული გემოების აღდგენასა და მის თანამედროვე რეცეპტორებზე მორგებაზე.
„ათიში“ - ყველა თქვენი გრძნობა უმაღელს რანგშია აყვანილი და მის საუკეთესო შეგრძნებებს გიღვიძებთ:
• ხედვა - ქალაქში საუკეთესო პანორამული ხედი; მენიუს რეპრეზენტაცია და საუცხოო ინტერიერი;
• სმენა - მუსიკის ჰანგები - თანამედროვე ქართული და უცხოური ჯაზი, ცოცხალი მუსიკისა და დიჯეის კომინაცია;
• გემოები - დაბალანსებულად შერჩეული კერძები, მენიუს მიმდინარეობა და სასმლის შესაბამისობა კერძებთან;
• შეხება - ძველის და ახლის შეხვედრა - წარსულისა და აწმყოს საუკეთესო კომბინაცია;
• სურნელი - კერძების და სასმელის მადისაღმღვრელი სურნელი.