ობიექტის შესახებ
„ამბასადორი თრეველი“, ამბასადორი ჯგუფის წევრია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბრენდს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში. იგი აერთიანებს, მაღალი კლასის სასტუმროებს, სარესტორნო ქსელს და ღვინის წარმოებას. ამბასადორი ჯგუფს ეკუთვნის ინოვაციური პროექტი - “ამბასადორი აილენდი”, რომელიც შავ ზღვაში ხელოვნური ნახევარკუნძულის ფორმირებას ისახავს მიზნად.
ამბასადორი თრეველი ოპერირებს როგორც გამყვანი, ასევე შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით. სააგენტო მომხმარებლებს სთავაზობს სრულ სერვისს: ავიაბილეთების შეძენას, სასტუმროს ჯავშანს, ტურებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ტრანსფერებს, სამოგზაურო დაზღვევასა და სავიზო მხარდაჭერას, ასევე ინდივიდუალურ ტურებს, მოთხოვნისა და ინტერესის შესაბამისად (იქნება ეს ჩარტერული ფრენები, იახტ-ტურები, თუ ვერტმფრენით მომსახურება).
ამბასადორი თრეველი გამოირჩევა პროფესიონალური მიდგომით, სანდო პარტნიორული ქსელითა და მორგებულია თითოეული მომხმარებლის საჭიროებებზე, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ, სანდრო და უსაფრთხო მოგზაურობას.