ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო ამბასადორი, სოფელ კაჭრეთში მდებარეობს საქართველოს ისტორიულ მხარეში - კახეთში. ის თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე სასტუმრო კომპლექსია აღმოსავლეთის მხრიდან. საქართველოს ეს ნაწილი ცნობილია საუკუნეების განმავლობაში თავისი ღვინის დამზადების ტრადიციითა და ისტორიით. თავდაპირველად სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობდა ქებურიას ოჯახის ღვინის ქარხანა და 10-ნომრიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო, რომელიც ნელნელა უფრო დიდ სასტუმრო-საკურორტო კომპლექსად იქცა.
კომპლექსი დღესდღეობით აერთიანებს ღია და დახურულ აუზებს, რომელთაგან ერთ-ერთი ოლიმპიური აუზია, ჩოგბურთის კორტებს, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენდბურთის მოედნებს, გოლფის პროფესიონალურ მინდორს, მინი გოლფს, ბოულინგს და სხვა სპორტულ აქტივობებს. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია საცხენოსნოები, სავარჯიშო და საშეჯიბრო სპორტული მანეჟები, ასევე არტ გალერეა, სასროლეთი და ა.შ.
ამბასადორი კაჭრეთი - ეს არის უმაღლესი კლასის რეზორტული ტიპის კომპლექსი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ ევროპული სტანდარტების შესაბამისად.