ობიექტის შესახებ
ტურისტული კომპანია "აღმოაჩინე საქართველო" (ს/კ: 404439648) დაფუძნდა 2013 წელს. დაფუძნების დღიდან კომპანიაში ფუნქციონირებს ორი ძირითადი ბირთვი:
1. ტურისტული კომპანია
o შიდა, შემომყვანი ტურიზმი
o გამყვანი ტურიზმი
o ავიაბილეთები
o საქმიანი ტურიზმი (MICE)
2. ტურიზმის სასწავლო ცენტრი
o შიდა, შემომყვანი ტუროპერატორის სასწავლო კურსი
o გამყვანი ტუროპერატორის სასწავლო კურსი
o ავიაბილეთების სასწავლო კურსი
ტურისტული კომპანია არის IATA_ს აკრედიტირებული აგენტი, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრი. ასევე Europe Voyage-სა და Miray Cruise-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რის საფუძველზეც საქართველოს ყველა გამყვანი ტურისტული კომპანია მარაგდება ამ ორი საერთაშორისო კომპანიის ტურისტული პაკეტებითა და კრუიზებით. კომპანია ყოველწლიურად ემსახურება როგორც ქართველ ასევე უცხოელ 100 000-ობით მომხარებელს, სთავაზობს მათ დაუვიწყარ, უსაფრთხო და მრავალფეროვან ტურისტულ მომსახურებას, ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაზე - პროდუქტების/მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიონალი კადრების მომზადება/გადამზადებაზე. ასევე, აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, ფორუმებსა და საქმიან შეხვედრებში, რაც ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებასა და ტურისტების ნაკადების ზრდაზეა ორიენტირებული.