Skip to content
Logo

ბადია

რესტორანი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
ბადია არის გარემო სადაც წინასწარ საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტებით მზადდება ტრადიციული ქართული კერძები თანამედროვე შტრიხებით. სხვადასხვა პროფესიის მქონე ბადიას ოჯახის წევრები ქმნიან მყუდრო და მზრუნველ გარემოს, როგორც ადგილობრივი სტუმრებისათვის ასევე თელავის ვიზიტორებისათვის. ბადიას სამივე მფლობელი თავიანთი პროფესიული გამოცდილებით ერთობლივად ქმნიან ქართულ კულინარიას, რეგიონალური გამოკვეთილი შტრიხებით, ასევე ადგილზე ვიზიტორს საშუალება აქვს დააგემოვნოს მაღალი ხარისხის ღვინოები, ბადია მოსულ სტუმარს ასევე სთავაზობს განსაკუთრებულ, უნიკალური გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას: ერთერთი მფლობელის მიერ შექმნილი სპეციალური ღვინის დაგემოვნების თამაში - ღვინის კაზინო, სადაც მონაწილე იღებს ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიის, ქართული ღვინის რეგიონების და ვაზის ჯიშების შესახებ. ბადიას კონცეფციაა ადგილობრივ ბაზარზე არსებული საღი/ბიო აგრო პროდუქტების გამოყენება, ასევე ბადიაში დაცულია კერძების სეზონურაბა, სეზონური ინგრედიენტების ხელმისაწვდომობის გამო. კერძების უმეტესობა მზადდება შეკვეთის მიღებისას და მომხმარებელს ვაწვდით მაშინვე. ასევე მსგავსი სახის კულინარია გვაძლევს საშუალებას დავნერგოთ ისეთი მიმართულება როგორიცაა მდგრადობა, ნაკლები ნარჩენები/ნარჩენების მართვა. სტრატეგიულად ბადია ცდილობას დანერგოს ასევე ღვინის მოხმარების საუკეთესო გამოცდილება, რაც გამოიხატება მაღალხარისხოვანი ადგილობრივი ღვინოების შეთავაზებით.

შეთავაზებები

Option — კულტურული პროგრამა
კულტურული პროგრამა

სამზარეულო

ქართული
კახეთი
თეიმურაზ ბაგრატიოის 13