ობიექტის შესახებ
თბილისში, კუს ტბის დასავლეთით მდებარე მაღალი მთის კალთაზე მდებარეობს გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
დღეს მუზეუმში შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოს თითოეული კუთხისთვის სახასიათო საკარმიდამო კულტურას, საცხოვრებელი სახლების მრავალფეროვნებას, ტრადიციულ ყოფას ასევე, ისტორიულ-არქეოლოგიურ და სახელოსნო ექსპოზიციებს. მუზეუმის ფონდებში 9000 ექსპონატზე მეტი ირიცხება.
მუზეუმის 50 ჰა ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს სამი სამეურნეო-კულტურული არეალი: ბარი, ზეგანი და მაღალმთიანეთი, რის მიხედვითაც მოხდა ტერიტორიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხეების მიხედვით დაყოფა: ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, გურია, იმერეთი, აჭარა, აფხაზეთი.
ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმი 1966 წლის 27 აპრილს დაარსდა, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ინიციატივით.