Skip to content
Logo

გოლდენ ტულიპ დიზაინ თბილისი

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
საერთაშორისო ბრენდის დიზაინ სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi თბილისის ცენტრში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარეობს. Golden Tulip მსოფლიოს წამყვანი მულტიბრენდული სტუმარმასპინძლობის ჯგუფის - Louvre Hotels-ის სტრატეგიული ბრენდია, რომელიც ინდუსტრიაში ახალი ინოვაციური მიდგომების დანერგვაზეა ორიენტირებული. ამჟამად ეს მზარდი ჯგუფი 54 ქვეყანაში 1 600 სასტუმროს მართავს. სასტუმროში 77 თანამედროვე დიზაინის ოთახია და მოიცავს ყველაფერს, რაც კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო. სასტუმროს თითოეული ნომერი ქართველი არტისტების მიერ ხელით შექმნილი ნამუშევრებითაა გაფორმებული, რომლებიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს გადმოგვცემს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შენობის Mood Light კონცეფცია. სასტუმროს ლობი საქართველოში პირველი სივრცეა, სადაც ციფრული არტის კედელია განთავსებული. ციფრულ გალერეაში ქართველი NFT არტისტების გამოფენები იმართება. Golden Tulip Design Tbilisi-ის რესტორნიდან და ტერასიდან, თბილისის ულამაზესი პანორამული ხედი იშლება. რესტორანში წარმოდგენილია საერთაშორისო სამზარეულოს კერძები ქართული აქცენტებით და უგემრიელესი საავტორო კოქტეილები. გამორჩეულია Golden Tulip Design Tbilisi-ის ორი საკონფერენციო სივრცე. Tulip Conference Room სრულად აღჭურვილია თანამედროვე აუდიო-ვიზუალური ტექნიკით და იდეალურია ნებისმიერი ტიპის ოფიციალური შეხვედრისთვის. ხოლო Creative Room-ში შესაფერისი გარემოა მოწყობილი შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
77
ადგილების რაოდენობა
171
Option — საკონფერენციო დარბაზი
საკონფერენციო დარბაზი
Option — ბარი
ბარი
Option — ფიტნეს ცენტრი
ფიტნეს ცენტრი
Option — რესტორანი
რესტორანი
Option — კაფე
კაფე
თბილისი
ქეთევან წამებულის გამზირი 37