ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7გუგოშვილების მარანი უბრალოდ ტურისტული ლოკაცია არ არის — ეს არის ნამდვილი კახური ოჯახის გული, სადაც თითოეული კუთხე სიყვარულით, ტრადიციითა და მასპინძლობის სითბოთია სავსე. ყვარლის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ ახალსოფელში, ქინძმარაულის მიკროზონის გულში, ჩვენი კარი ფართოდ ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს თავი იგრძნოს არა უბრალოდ სტუმრად, არამედ ჩვენი ოჯახის ნაწილად.
„მოხვედი როგორც სტუმარი — მიდიხარ როგორც ოჯახის წევრი“ — ეს ჩვენი დევიზია.
გუგოშვილების მარანში სტუმრობისას თქვენ გელოდებათ:
ნამდვილი ქვევრის ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია: მრავალწლიანი ტრადიციით, სიყვარულით დაყენებული რქაწითელი, საფერავი, ქინძმარაული, ალაზნის ველი, არომატული ჭაჭა და ოჯახური ხილის ნაყენები.
ჭაჭის გამოხდის ცოცხალი რიტუალი: სადაც საკუთარი თვალით ნახავთ ჭაჭის გამოხდის უძველეს ტრადიციას და დააგემოვნებთ პირდაპირ ცხელ ჭაჭას.
გულითადი კახური სუფრა: ოჯახის დიასახლისის ხელით მომზადებული ტრადიციული კერძებით, კახური მწნილეულით, სურნელოვანი კომპოტებით, ჯემებითა და შინ მოხარშული მურაბებით.
ქართული სიმღერა და ცეკვა: სუფრასთან ქართული ხალხური მრავალხმიანობისა და ტრადიციული ცეკვის გაცნობა, ცოცხალი შესრულება და სურვილისამებრ პატარა მასტერკლასები, რაც ლხინს კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის.
მხიარული კულინარიული მასტერკლასები: ჩურჩხელის ამოვლება, შოთის პურის მიკვრა თონეში, ხინკლის გახვევა, მწვადის შეწვა.
სეზონური რთველი: ყურძნის კრეფა, საწნახელში დაწურვა და ქვევრთან ზიარების დაუვიწყარი ემოცია.
დაუვიწყარი დღესასწაულები: ქორწილების, იუბილეებისა,კორპორატიული,თბილი ოჯახური შეკრებების მასპინძლობა ლამაზ, ავთენტურ გარემოში(ვიღებთ 250-მდე სტუმარს).
მყუდრო ღამისთევა: საოჯახო ნომრები, სადაც სოფლის სიმშვიდე, სუფთა ჰაერი და ტკბილი ძილი გელოდებათ.