ობიექტის შესახებ
„დამარჩინეს მამული“ მცირე საოჯახო მარანია, რომელიც მდებარეობს კახეთში, სოფელ მუკუზანში. კომპანია ფლობს ამავე სოფელში, ისტორიულად „დამარჩინედ“ წოდებულ მამულში, საფერავის, კახური მწვანეს, ხიხვისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნის ვენახებს. ყოველწლიურად ჩვენი მარანი აწარმოებს 10,000 ბოთლამდე ღვინოს. დუღილის პროცესი მიმდინარეობს ქვევრებში ბუნებრივად, ხელოვნური საფუარის გამოყენების გარეშე. ღვინო დუღდება და მწიფდება ქვევრში უძველესი კახური ტრადიციების მიხედვით, 3-4 თვის განმავლობაში. ჩვენი ღვინოები გამოირჩევა მშრალი ხილის არომატებით და სასიამოვნო ტანინებით.
სხვადასხვა ღვინის კონკურსებში ჩვენი ღვინოები დაჯილდოვებულია ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით.