ობიექტის შესახებ
დიდგორი არის პირველი მედივალური ბარი საქართველოში. ბარ-რესტორანში დაგხვდებათ მე-12-ე საუკუნის გარემო. ინტერიერი, კერძები, პერსონალის ჩაცმულობა და ყველა დეტალი ისეა შერჩეული, რომ სტუმარმა იმოგზაუროს დროში და აღმოჩნდეს მე-12-ე საუკუნის საქართველოში. კვირის სხვადასხვა დღეს გვაქვს მედივალური საღამოები. ცეცხლოვანი შოუები, საცეკვაო წარმოდგენები, შეჯიბრი მკლავჭიდში, ლუდის სმაში და დიდგორულ დარტსის დაფაზე სწორად სროლაში. ადგილი საინტერესო იქნება როგორც ქართველი ისე უცხოელი სტუმრებისთვის.