ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სახელოსნო ედენა 2015 წლიდან ქმნის ქართულ სუვენირებს და სასაჩუქრე ნვთებს 5 სხვადასხვა მიმართულებით ტრადიციულ რეწვაში. სახელოსნოს ნამუშევრების ასორტიმენტი 30-ზე მეტ პროდუქტს მოიცავს და აერთიანებს სხვადასხვა თემატურ სასაჩუქრე სუვენირებს რაჭულ მოტივებზე. სახელოსნო ერთ ლოკაციაზე აერთიანებს სავორკშოპე სივრცეს და შოურუმს. ვორკშოპების დაჯავშნა ხდება ონლაინ ერთი კვირით ადრე, რა დროსაც ასევე ხდება დეტალებზე შეთნხმება. შოურუმში კი დამთვალიერებელს შეუძლია შეიძინოს უკვე მზა სუვენირები და სასაჩუქრე ნივთები. სახელოსნო ედენა წარმოადგენს სოცილაურ საწარმოს რომლის მისია არის ტრადიციული რეწვის დარგის შენარჩუნება და ადგილობრივი ქალების დასაქმების ხელშეწყობა, ის დღეს აერთიანებს 13 ადგილობროვ ქალს ონიდან.