ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7’ვარძია რეზორტი“ერთ-ერთი პირველი მაღალი კლასის სასტუმრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რომელიც მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში თბილისიდან 250 კმ-ის დაშორებით მდინარე მტკვრის ხეობაში.
სასტუმროდან თქვენს თვალწინ იშლება კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ვარძია, რომელიც იდეალური ადგილია საოჯახო დასვენებისათვის, ბიზნეს შეხვედრებისთვისა და კორპორატიული საღამოებისათვის.
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ორი ღია აუზით, სპა-ცენტრით, გასართობი ცენტრით (ბილიარდი) სათამაშო (მინი საფეხბურთო და საკალათბურთო) მოედნით, რესტორნით, (სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ მესხური კერძებიც) სავარჯიშო თუ საკონფერენციო დარბაზითა, სპა ცენტრითა და კარაოკე ბარით.
ეს არის განსაკუთრებული ადგილი, სადაც თქვენი კომფორტისთვის ყველა პირობაა შექმნილი; სივრცე, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გიმზადებთ და დრო, რომელსაც მაქსიმალური სიამოვნებისთვის გამოიყენებთ.