ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7მაშ ასე, საზაფხულო თავგადასავლისთვის მოემზადეთ!
თუ გინდა, რომ შეხვდე მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, იცხოვრო მულტიკულტურულ გარემოში, მთელი დღე კომუნიკაცია გქონდეს მხოლოდ ინგლისურ ენაზე, მიიღო დამოუკიდებელი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება, შეიძინო ახალი მეგობრები და დააგროვო დაუვიწყარი მოგონებები! --- WEX -ში უნდა მოხვიდე
WEX არის საერთაშორისო ბანაკი საქართველოში, რომელიც 2011 წლიდან მასპინძლობს ბავშვებსა და მოზარდებს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.
ბანაკელები შეისწავლიან:
- უცხო ენას;
- განივითარებენ საკომუნიკაციო უნარებს;
- ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებსა და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში;
- იმუშავებენ მათთვის საინტერესო პროექტებზე;
ბანაკის აქტივობები შემუშავებულია ჩვენი გუნდის მიერ და მონაწილეთა უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
დასვენება, გართობა, სასაუბრო უცხო ენა ინტენსიური მეთოდით და აქტივობები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში!
ბანაკელების ასაკი 6-დან 17 წლის ჩათვლით.
ბანაკი გაიმართება საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის დაცვით.
სწავლების მეთოდი ეფუძნება ინგლისურ ენაზე აქტიურ კომუნიკაციას და უზრუნველყოფს სასაუბრო ენის სწრაფად და მარტივად დაუფლებას. მეცადინეობები და აქტივობები ტარდება სპეციალური პროგრამით მთელი დღის განმავლობაში.
ბავშვები განაწილდებიან ჯგუფებში ენის ცოდნის დონის მიხედვით. დონე განისაზღვრება ტესტირების შედეგად, რომელიც ჩატარდება ბანაკში ჩასვლის დღეს. სასწავლო პროცესს გაუძღვებიან უცხოელი და ქართველი პედაგოგები.
პროგრამის ხანგრძლივობა: 15 დღე/14 ღამე
კვება: 3-ჯერადი.
ლაშქრობები;
* სხვადასხვა შეჯიბრი და კონკურსები;
* ტრანსფერი: თბილისი-ბაკურიანი-თბილისი; ქუთაისი-ბაკურიანი-ქუთაისი; ბათუმი-ბაკურიანი-ბათუმი; მგზავრობა კომფორტული ავტობუსით;
* მაისურები კომპანიის ლოგოთი;
* კომპანია «World Express »-ის სერთიფიკატი;
* კომპანია «World Express »-ის დიპლომები;
* კომპანია «World Express »-ის მედლები;
* აქტივობები და ფაკულტატურები:
- ქართული ეროვნული ცეკვების შესწავლა;
- ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა;
- სამეჯლისო ცეკვების შესწავლა;
- ჟესტების (ყრუ-მუნჯთა) საერთაშორისო ინგლისური ენის შესწავლა;
- ქართული ენის ფაკულტატური უცხოელებისთვის;
* ბანაკის მსვლელობისას შესაძლოა დაემატოს სხვა ტიპის აქტივობებიც
ექსკურსიების ჩამონათვალი:
- რაბათის ციხე (IX საუკუნე)
- მცხეთა, ჯვრის მონასტერი (VI საუკუნე)
- ბორჯომის პარკი
ექსკურსიები გაიმართება ინგლისურ ენაზე. 6-7-8 წლის ბავშვები ექსკურსიაზე დაიშვებიან მხოლოდ ბორჯომის პარკში.
წარმატებებს გისურვებთ, ბავშვებო!