ობიექტის შესახებ
“თბილისი ჰილსი” 331 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მოიცავს, რომლის სრული კომპლექსი ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ უძრავ ქონებასა და 60 ჰექტარზე გადაჭიმულ 18-ფოსოიან გოლფის მოედანს აერთიანებს.
„თბილისი ჰილსის“ გოლფის მოედანი ევროპის გოლფის მოედნების TOP ასეულშია შეტანილი. ის ერთადერთი პროფესიონალური, 18 ფოსოიანი გოლფის მოედანია საქართველოში. მისი შესანიშნავი დიზაინი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული, ლასი პეკა ტილანდერის მიერაა დაპროექტებული, გულგრილს არავის ტოვებს. ჰილსის კლუბმა 5 წლის განმავლობაში არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირს უმასპინძლა. ურთიერთობები კი, რომელიც კლუბსა და მის წევრებს შორის ჩამოყალიბდა, უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესია.
გარდა გოლფ კლუბისა, „თბილისი ჰილსი” წარმოუდგენელ შესაძლებლობას იძლევა ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთში აღმოაჩინოთ მიწის ნაკვეთები, კერძო სახლები და პრემიუმ ხარისხის აპარტამენტები, რომელიც ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსთან ერთად, თბილისისა და მისი შემოგარენის, ყაზბეგის მთისა და შავნაბადას მონასტრის პანორამლური ხედებით ატკბობს ათასობით რეზიდენტსა და სტუმარს.
გოლფი არის თამაში, რომლის სწავლაც ყველას შეუძლია!სპორტის ამ სახეობას ასაკი არ აქვს,თამაშის დაწყება შეგიძლიათ 5 წლის ასაკიდან.
გოლფში მთავარი სწორი ტექნიკაა და არა რაიმე ფიზიკური მოთხოვნა და განსაკუთრებული ძალა.
გვინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ, თუ როგორ დაიწყოთ გოლფის თამაში თბილისი ჰილსში:
შემოუერთდი ჩვენს საჯარო გოლფის გაკვეთილს, რომ გაეცნო თამაშის საფუძვლებს. ეს არის ჩვენი 1 საათიანი ჯგუფური გაკვეთილები, რომლებიც ტარდება ყოველ შაბათს 15:00-16:00.
როდესაც უკვე მიიღებ თამაშის პირველ გამოცდილებას და გაგიჩნდება იმის სურვილი, რომ კიდევ უფრო კარგად შეისწავლო გოლფი, ჩვენი „გრინ ქარდ“ კურსი მოგცემს ამის შესაძლებლობას.
ეს არის ჯგუფური კურსი დამწყებთათვის. ამ სამდღიანი კურსის გავლის შემდგომ,შენ გექნება შესაბამისი ცოდნა გოლფის წესებსა და პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომ განაგრძო მისი თამაში დამოუკიდებლად.
კურსებთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 04 04 47