Skip to content
Logo

თევდორაშვილების მარანი

ღვინის მარანი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
ადგილმდებარეობა: 📍კახეთი, სოფელი ახაშენი. ჩვენს მარანში 2017 წლიდან ვუმასპინძლდებით ტურისტებს, ქართველ დამსვენებლებს, ექსკურსიებს. მათ ვთავაზობთ სხვადასხვა არომატით დაყენებული ჭაჭის, რქაწითელის და საფერავის ღვინის დეგუსტაციას. ვუზიარებთ ინფორმაციას ვენახის მოვლის, დაღვინების და კახური ტრადიციული მასპინძლობის შესახებ. შემოდგომით ყურძნის კრეფის პროცესში მონაწილეობა, ყურძნის დაწურვა, მწვადის შეწვა და მარანში სუფრის გაშლა - ერთი დიდი დღესასწაულია. გვაქვს თონეში პურის ცხობის, ჩურჩხლის ამოვლებისა და ხინკლის მოხვევის მასტერკლასები. ამ ყველაფერს სტუმრები სუფრაზე, ქართულ ტრადიციულ კერებთან ერთად დააგემოვნებენ. მარნის ეზოში გვაქვს ულამაზესი ბაღი: დეკორატიული მცენარეები, ხეხილი და პატარა ვენახი, ბავშვებისთვის გვაქვს ბატუტი, გვყვავს ქათმები. სადილსა და ვახშამსთვის, გარდა მარნის სივრცისა, გვაქვს დამატებით დარბაზი და ტალავერი რომლის ქვეშაც სუფრის გაშლაა შესაძლებელი. ასევე გთავაზობთ "თევდორაშვილების საოჯახო სასტუმროს", რომლის შესახებ ამავე საიტზეც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია. ჩვენთან მოსულ სტუმარს დახვდება ყველაფერი ერთ სივრცეში: 🍷 ღვინის/ ჭაჭის დეგუსტაცია 🍽️ სადილი/ვახშამი 👩🏽‍🍳 მასტერკლასები 🏠 საოჯახო სასტუმრო 📞 დასაჯავშნად დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: 598228707 ან 577051855

შეთავაზებები

Option — განთავსების ობიექტი
განთავსების ობიექტი
Option — საწნახელი
საწნახელი
Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
Option — Pet friendly
Pet friendly
კახეთი
ახაშენი,42, ახაშენი 1502