ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო „თილია ყვარელი რეზორტი’’ მდებარეობს ყვარელში, თბილისიდან 2 საათის სავალ გზაზე. ყვარლის რაიონი ცნობილია თავისი თვალწარმტაცი ბუნებით, უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მუზეუმებითა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით. თავად სასტუმრო კომპლექსი, რომელიც 5500 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, განლაგებულია ილიას მთის ძირას შუაგულ ბუნებაში, ესაზღვრება ცაცხვის ტყე და იშლება შესანიშნავი ხედები კავკასიონზე. სასტუმროს 25-ივე ნომერი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით, საკაბელო ტელევიზიით, უფასო ინტერნეტით, გათბობისა და გაგრილების სისტემით. აგრეთვე, თითოეულ ოთახში დაგხვდებათ ყავა, ჩაი, სასმელი წყალი. სასტუმროს გააჩნია საკუთარი რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, გარე და შიდა მოსასვენებელი სივრზე, ღია საცურაო აუზი.
„თილია ყვარელი რეზორტი’’ უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი ოჯახების დასვენებისათვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას. სურვილისამებრ, სასტუმროში შესაძლებელია კორპორატიული საღამოების, წვეულებებისა თუ სხვა ღონისძიებების დაგეგმვაც.