ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7საოჯახო სასტუმრო მდებარეობს თბილისიდან 65 კმ-ზე, სიმაღლე 1200მ. აქ დაგხვდებათ სუფთა ჰაერი და ნატურალური პროდუქტები. ჩვენს სასტუმროში შეძლებთ ისარგებლოთ ველოსიპედით, კარვებში დაბანაკებით, თევზაობით, რძის პროდუქტების (ყველი, კარაქი, ხაჭო და ა.შ.) მომზადებაში მონაწილეობის მომსახურებით. ვინაიდან თიანეთი ხინკლის სამშობლოა, შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ხინკალი, სახლში დამზადებული ჭაჭა და მწვადი. საოჯახო სასტუმროში დასაშვებია ჯგუფური არდადეგები (ვარჯიში, სპორტული აქტივობები და საქართველოს კულინარიული და ტრადიციული კულტურის გაცნობა). ასევე შესაძლებელია გასართობი აქტივობები (ცოცხალი მუსიკა). საოჯახო სასტუმროს მომსახურება: • ველოსიპედი (უფასო) • კარვები • სათევზაო ტექნიკა ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ეროვნული კერძები და სასმელი: • ხინკალი (თიანეთი არის ადგილი, სადაც პირველად ხინკალი დამზადდა) • ცხვრის მწვადის ჭამა • ჭაჭა ამის გარდა, გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ მონაწილეობა ქართული ეროვნული კერძების მომზადებაში, როგორიცაა: ხინკალი, ქართული ყველი, ხაჭო, კარაქი და ა.შ.