ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7Iberia Tours Plus 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ტურისტულ ბაზარზე და სპეციალიზირებულია როგორც შემომყვან, ისე სპეციალიზებულ ტურისტულ მომსახურებაში.
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:
ჯგუფური ტურების ორგანიზება;
კულტურული და შემეცნებითი ტურები;
ღვინისა და გასტრონომიული ტურები;
ჯიპ ტურები და სათავგადასავლო მარშრუტები;
MICE ტურიზმი (კორპორატიული შეხვედრები, კონფერენციები, წამახალისებელი მოგზაურობები და ღონისძიებები);
საქორწილო ტურიზმი (Wedding Tourism);
კინოტურიზმი (Movie Tourism).
Iberia Tours Plus გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით, მაღალი პროფესიონალიზმით, ოპერატიული კომუნიკაციითა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის ღრმა ცოდნით. კომპანია ქმნის ავთენტურ, ხარისხიან და დასამახსოვრებელ გამოცდილებებს როგორც საერთაშორისო პარტნიორებისა და ტურისტებისთვის, ისე კორპორატიული და სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფებისთვის.
დამატებით, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ტუროპერატორებთან და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული აქვს სანდო და სტაბილური პარტნიორული ქსელი, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას საქართველოს ყველა ტურისტულ რეგიონში.