Skip to content
Logo

კიკეთის ფერმა

სათავგადასავლო აქტივობა

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, 1100 მეტრზე, საბჭოთა პერიოდის ფერმამ ახალი ფუნქცია შეითავსა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ, სარეკრეაციო, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ. ტერიტორიაზე, რომელიც 10 ჰექტარზეა გაშლილი, დღეისათვის ფუნქციონირებს: მარანი, თავლა, აბანო, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო სივრცე, ვარდების სანერგე მეურნეობა, რესტორანი, ორი კაფე, გალერეა, იოგას სახლი, სასტუმრო იპოდრუმი, სასტუმრო კონტეინერი და ორი ხეზე სახლი. ჩვენი ფილოსოფია გულისხმობს ბუნებაში მინიმალური ჩარევის გზით, ახალი სივრცეების შექმნას და არსებული ნაგებობებისთვის ავთენტური იერის შენარჩუნებას, საქართველოში ეკოტურიზმის ხელშეწყობას, ბავშვებისა და ახალგაზრდების ბუნებასთან დაახლოებას, ადგილობრივი მეურნეობის განვითარებასა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. კიკეთის ფერმაში, ტყის პირას, ცალკე უბანი ეთმობა ოდა სახლების კომპლექსს - ‘’სოფელს’’. ეთნოგრაფიული სახლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არის ჩამოტანილი. მათი ნაწილი უკვე აწყობილი და რესტავრირებულია. თითოეული ოდა სახლი ადგილობრივ ბუნებასა და ლადშაფტზეა მორგებული. მათი არქიტექტურული იერსახე XIX საუკუნის ქართული ტრადიციული ელემენტების და თანამედროვე არქიტექტურული სტილის სინთეზს წარმოადგენს. შემოდგომიდან, ოდა სახლები კოტეჯის ტიპის სასტუმროებად იქცევა.

შეთავაზებები

Option — Pet friendly
Pet friendly
თბილისი
კიკეთი, 9 ძმა ხერხეულიძის ქ. 28