ობიექტის შესახებ
კრუიზერი 2022 წელს შეიქმნა, თუმცა ახალგაზრდა კომპანიის უკან დგანან სამოგზაურო მრჩევლები ტურიზმში 15-წლიანი გამოცდილებით.
მხოლოდ კრუიზები
კრუიზერის პროდუქტი მხოლოდ კრუიზებია: გემით მოგზაურობა სხვადასხვა ზღვასა და ოკეანეში, როგორც ბიუჯეტური გემებით, ისე მაღალი კლასის ლაინერებით. კრუიზი შეიძლება იყოს 3-ღამიანიც და, წარმოიდგინეთ, 274-დღიანიც.
კრუიზი მარტივი პროდუქტი არ არის: დაგეგმვისას ბევრი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო. ამისთვის შევქმენით კრუიზერი. ჩვენი მიზანია, კრუიზის დაგეგმვა მაქსიმალურად გაგიმარტივოთ და საჭირო ინფორმაცია წინასწარ მოგაწოდოთ.
სრულად - https://cruiser.ge/about-us/