ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო „ლომსია“ არის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 2012 წლის 9 აგვისტოს. სასტუმრო ეკუთვნის „ვისოლ ჯგუფი“-ს შვილობილ კომპანიას „ველაჯიო“-ს.
სასტუმროს სახელწოდება მომდინარეობს ქალაქ ახალციხის ძველი სახელწოდებიდან „ლომსია“. შენობის ისტორია მოდის მე-XX საუკუნის დასაწყისიდან, სადაც განთავსებული იყო სასტუმრო „მესხეთი“ და ფოსტა. იმ პერიოდში შენობა წარმოადგენდა 2 სართულიან ნაგებობას.
60-იან წლებში მას დააშენდა მესამე სართული და გადაეცა იმ პერიოდისათვის „აღმასკომს“, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან - სამხარეო გუბერნიას.
შენობა მდებარეობს ქალაქ ახალციხის ცენტრში, ფოსტის მთავარი შენობიდან 15 მეტრის, თეატრიდან 60 მეტრის და მუნიციპალიტეტის შენობიდან 100 მეტრის დაშორებით.
სასტუმრო წარმოადგენს სამ სართულ შენობას, რომლის პირველ სართულზეც განთავსებულია „თამარ მეფის“ სახელობის რესტორანი, მიმღები ადმინისტრატურა, თანამშრომელთა ოფისები, დაცვის ოთახი, სამრეცხაო და დამატებითი სათავსოები სასაწყობე მეურნეობისათვის აღჭურვილი სამაცივრე და საყინულე ოთახ-მაცივრებით. სასტუმროს წინ მდებარეობას მშვენიერი, მყუდრო ტერასა 8 მაგიდით, რომელიც გათვლილია 32 სტუმარზე. სასიამოვნო მუსიკა შეგიძლიათ მოუსმინოთ როგორც რესტორანში, ასევე ტერასაზე. ტერასა მზისა და წვიმისაგან დაცვის მიზნით შესაძლებელია დაიხუროს სპეციალური ავტომატიზირებული ტენტებით.
შენობის მე-2 და მე-3 სართულებზე განთავსებულია 63 სასტუმრო ოთახი:
• ერთადგილიანი (Single) - 9 ოთახი
• ორადგილიანი (Twin - 34 / Double - 11) – 45 ოთახი
• ინვალიდებისათვის - 2 ოთახი (სპეციალური აღჭურვილობით)
• ლუქსის ტიპის - 7 ოთახი (Suite – 4, Junior Suite – 2, Apartment – 1)
შენობის მე-2 სართულზე მდებარეობს შოთა რუსთაველის სახელობის საკონფერენციო დარბაზი. დარბაზი გათვლილია 18 პერსონაზე (U ფორმის მაგიდების წყობა), ხოლო კინოთეატრის სტილში შესაძლებელია მოთავსდეს 40 პერსონა. დარბაზი აღჭურვილია პროექტორით, პროექტორის ეკრანით, პორტატიული კომპიუტერით (ნოუთბუკი), სონის ფირმის 117 სმ დიაგონალის თხევადკრისტალური ტელევიზორით და სხვა საჭირო საკანცელარიო ნივთებით. საკონფერენციო დარბაზიდან შესაძლებელია გახვიდეთ დიდ აივანზე, რომელიც ასევე აღჭურვილია მზის დამცავი ტენტით.
სასტუმროში ფუნქციონირებს ლიფტი, გათბობისა და კონდიცირების ცენტრალური სისტემა, ავტომატური ელექტრომომარაგების დიზელ-გენერატორი (3-5 წამიანი დაყოვნებით), წყლის რეზერვუარი 60 ტონაზე, ჰაერის მოდინებისა და გაწოვის ცენტრალური სისტემები.
შენობას გააჩნია საკუთარი ავტოფარეხი 12 ავტოსადგომითა და 1 ავტოსადგომით ინვალიდებისათვის (პრაქტიკულად შესაძლებელია 16 ავტომობილის გაჩერებაც).
სასტუმროს ცენტრალურ შესასვლელთან მისასვლელი საავტომობილო გზა დაცულია ბოლარდებით კოსტავასა და ნათენაძის ქუჩებიდან.
სასტუმროში სტუმართა მიღება ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში. სასტუმრო იყენებს Micros-Fidelio-ს პროგრამულ უზრუნველყოფას (რესტორნისა და სასტუმროში ოთახების დაჯავშნის უახლესი პროგრამა). ყველა ოთახი აღჭურვილია აბაზანით ან შხაპით, სატელიტური ტელევიზიით და ტელეფონით, ხოლო ლუქსის ტიპის ოთახები დამატებით აღჭურვილია მაცივარითა და სეიფით. სასტუმროს სამივე სართულის დაფარვის არეალს მოიცავს უკაბელო ინტერნეტი (Wi-Fi).
სასტუმროს ძირითადი მომხმარებლები არიან ტურისტული კომპანიები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო პირები. ხანგრძლივი პერიოდის ურთიერთობისათვის კომპანიებთან არის დადებული ძირითადი და ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული სახის ფასდაკლება (ძირითადად: 10%, 20% და ინდივიდუალურად შეთანხმებული). ანგარიშსწორება წარმოებს ნაღდი, უნაღდო და საბარათე ანგარიშსწორების ფორმით.
სასტუმროში ამჟამად მუშაობს 34 თანამშრომელი.