Skip to content
Logo

ლოპოტა სპა რეზორტი

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
ლოპოტა სპა რეზორტი, შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და თვალწარმტაცი კავკასიონის ქედებითაა გარშემორტყმული. დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე, 60 ჰექტარზე განლაგებული რეზორტი სტუმრებს ოთხი სეზონის მანძილზე განსხვავებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. ეს არის ადგილი, სადაც დამფუძნებლის ხელით შექმნილი და საგულდაგულოდ ნარჩევი დეტალებით გამორჩეული გარემო დაგხვდებათ. ლოპოტაზე სტუმრებს საშუალება აქვთ დაისვენონ მაღალი კლასის სასტუმრო კორპუსებში, ეზიარონ ქართულ, ევროპულ და აზიურ კულინარიას, დააგემოვნონ ქართული, ექსკლუზიური ღვინო და გაეცნონ მისი დამზადების ტრადიციას, განიტვირთონ ეკო-თერაპიით ტყის სპაში, აუზებსა და აკვაპარკში , დაკავდნენ სპორტული თუ სათავგადასავლო აქტივობებით, აღმოაჩინონ ადგილობრივი ფლორა და ფაუნა - ლოპოტა ის იშვიათი ადგილია, სადაც კომფორტულ დასვენებას ბუნებასთან სიახლოვე და ინტერაქცია ერწყმის, აქ შეგიძლიათ გაიცნოთ ბიომრავალფეროვან გარემოში მცხოვრები სხვადასხვა ცხოველი თუ ფრინველი. ლოპოტაზე ყველაფერია ოჯახური, ინდივიდუალური, რომანტიკული, მეგობრული თუ კორპორაციული დასვენებისთვის, აქ ყველა იპოვის იმას, რასაც ელის დასვენებისგან.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
311
ადგილების რაოდენობა
800
Option — საკონფერენციო დარბაზი
საკონფერენციო დარბაზი
Option — ბარი
ბარი
Option — საცურაო აუზი
საცურაო აუზი
Option — საუნა
საუნა
Option — ფიტნეს ცენტრი
ფიტნეს ცენტრი
Option — რესტორანი
რესტორანი
Option — კაფე
კაფე
Option — Pet friendly
Pet friendly
კახეთი
ნაფარეული,საქართველო, თელავის რაიონი, ს. ნაფარეული 2200