ობიექტის შესახებ
მათეს მარანი არის მცირე მეღვინეობა და ეთნო ლოკაცია იმერეთში, სოფ. ბანოჯაში (ქუთაისსა და წყალტუბოს შორის, 5-10წთ ქალაქის ცენტრიდან).
ჩვენი მეღვინეობის ისტორია 2017 წლიდან იწყება, მას შემდეგ რაც დავუბრუნდით ბაბუას სახლს და გადავწყვიტეთ დავდგომოდით ღვინის წარმოების რთულ და საინტერესო გზას. მცირე წარმოება საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ წარმოების და მომსახურების ყველა დეტალი საუკეთესო ხარისხის შესაქმნელად.
ამ ეტაპზე სტუმრებს ვთავაზობთ: მარნის დათვალიერებას, ღვინის დეგუსტაციას, გასტრონომიულ თავგადასავალს, კულინარიულ მასტერკლასებს და რაც მთავარია, მეგობრულ, კეთილგანწყობილ მასპინძლებს, რომლებიც მზად არიან სიამოვნებით გაგიღონ სახლის კარი.