ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7მაკარიძეების ოჯახს იმერეთის რეგიონში, თერჯოლაში, მევენახეობის მრავალწლიანი ისტორია აქვს. ვაზის კულტივაციას ოჯახში ყოველთვის ეწეოდნენ და ღვინოს მხოლოდ ოჯახური მოხმარებისთვის აყენებდნენ.
23 წლის ასაკში გოგიტამ გააცნობიერა, რომ მისი ოცნება ოჯახური მეღვინეობის ტრადიციის გაგრძელება იყო. ამიტომ მან დატოვა სამსახური ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საფინანსო განყოფილებაში და დაიწყო ოცხანური საფერეს ვენახის გაშენება. ასევე განაახლა და გააფართოვა ოჯახური მარანი, დაამატა ახალი ქვევრები.
მაკარიძეების მარანში მევენახეობისა და მეღვინეობის მთავარი ფილოსოფია მინიმალური ჩარევის პრინციპს ეფუძნება. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა, რომ ვენახის უნიკალური ტერუარის თავისებურებები მაქსიმალურად ბუნებრივად აისახოს თითოეული ღვინის ხასიათსა და ხარისხში.