Skip to content
Logo

მელიტა დენს სტუდიო

ვიზუალური ხელოვნება, საშემსრულებლო ხელოვნება

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

ქართული ცეკვის მასტერკლასი ტურისტებისთვის Melita Dance Studio Melita Dance Studio 2004 წელს დააარსა მელიტა ლომაძემ — „სუხიშვილების“ ეროვნული ბალეტის ყოფილმა მოცეკვავემ და „სუხიშვილების“ აკადემიის ყოფილმა პედაგოგმა. სტუდიის მთავარი მისიაა ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ქართული ცეკვის საერთაშორისო პოპულარიზაცია. ამ საქმიანობის აღიარებად, 2023 წელს მელიტა ლომაძე გახდა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გამარჯვებული პროექტით „ქართული ცეკვის პოპულარიზაცია მსოფლიოში“, რომლის მიზანია უცხოელი ვიზიტორებისთვის საქართველოს კულტურის გაცნობა ქართული ცეკვის საშუალებით. დღეს მელიტა ლომაძე პირადად ხელმძღვანელობს სტუდიის ყველა მიმართულებას, რაც სწავლების მაღალ ხარისხს, პროფესიონალურ მიდგომასა და თითოეული სტუმრისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას უზრუნველყოფს. საქართველოში მოგზაურობა ბევრად უფრო შთამბეჭდავი ხდება, როდესაც მხოლოდ არ ეცნობი ქართულ კულტურას, არამედ თავადაც ხდები მისი ნაწილი. ქართული ცეკვა შესაძლებლობას გაძლევს, საკუთარი გამოცდილებით შეიგრძნო საქართველოს ისტორია, ტრადიციები, ენერგია და სტუმართმოყვარეობა. ქართული ცეკვის სპეციალური მასტერკლასი ტურისტებისთვის Melita Dance Studio გიწვევთ ქართული ტრადიციული ცეკვის უნიკალურ მასტერკლასზე, რომელიც განკუთვნილია ყველა ასაკისა და ფიზიკური მომზადების ადამიანისთვის. მონაწილეობისთვის ცეკვის გამოცდილება საჭირო არ არის. მასტერკლასი მოიცავს: ქართული ცეკვის ისტორიისა და კულტურის გაცნობას; ქართული ცეკვის ძირითადი მოძრაობებისა და რიტმების შესწავლას; პრაქტიკულ გაკვეთილს პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით; სურვილის შემთხვევაში პროფესიონალურ ფოტო და ვიდეო გადაღებას ქართული ეროვნული კოსტიუმებით; მონაწილეობის სერტიფიკატსა და მცირე სამახსოვრო საჩუქარს. დამატებითი სერვისი მსურველებისთვის ხელმისაწვდომია დამატებითი, პრემიუმ სერვისი, რომელიც მოიცავს: პროფესიონალი ქართველი მოცეკვავეების შთამბეჭდავ საცეკვაო წარმოდგენას; ქართული ცეკვის, ტრადიციებისა და კულტურის გაცნობას ცოცხალი შესრულების საშუალებით; წარმოდგენის შემდეგ მონაწილეების ჩართვას მასტერკლასში, სადაც ისინი პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად სწავლობენ და ასრულებენ ქართულ ცეკვებს. ეს სერვისი სტუმრებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ იხილონ ქართული ცეკვა, არამედ თავადაც გახდნენ მისი ნაწილი და მიიღონ უნიკალური კულტურული გამოცდილება. აღნიშნული სერვისი დამატებით ფასიანია და არ შედის სტანდარტული მასტერკლასის ღირებულებაში. ონლაინ ქართული ცეკვის მასტერკლასი Melita Dance Studio გთავაზობთ ონლაინ ქართული ცეკვის მასტერკლასებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ონლაინ გაკვეთილები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ისე მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ან გაიღრმავოს ცოდნა ქართულ ტრადიციულ ცეკვაში. სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, პროფესიონალი პედაგოგის ხელმძღვანელობით. საერთაშორისო გამოცდილება მელიტა ლომაძე ქართული ცეკვის მასტერკლასებს საერთაშორისო მასშტაბითაც ატარებს. სხვადასხვა წლებში მას ჩაუტარებია მასტერკლასები იაპონიაში, გერმანიაში, დანიაში, ისლანდიაში, საფრანგეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ფინეთსა და ჩეხეთში, რითაც აქტიურად უწყობს ხელს ქართული ცეკვის, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ვისთვის არის? ინდივიდუალური მოგზაურებისთვის; ოჯახებისთვის; მეგობრების ჯგუფებისთვის; კორპორატიული და ტურისტული ჯგუფებისთვის; სკოლებისა და უნივერსიტეტების დელეგაციებისთვის. მასტერკლასის დეტალები ხანგრძლივობა: 60 წუთი ფორმატი: ინდივიდუალური ან ჯგუფური ლოკაცია: Melita Dance Studio, სასტუმრო, საკონფერენციო სივრცე ან ღია ლოკაცია წინაპირობა: ცეკვის გამოცდილება საჭირო არ არის. რატომ Melita Dance Studio? 2004 წლიდან ქართული ცეკვის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება; 22 წელზე მეტი პროფესიული საქმიანობა; საერთაშორისო მასტერკლასები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში; პროფესიონალი პედაგოგები და ინდივიდუალური მიდგომა; ავთენტური ქართული კულტურული გამოცდილება; მასტერკლასების ჩატარება სტუდიაში, სასტუმროში, ღია სივრცეში ან ონლაინ. შეიგრძენი საქართველო ცეკვით! Melita Dance Studio გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, არა მხოლოდ ნახოთ ქართული კულტურა, არამედ თავადაც გახდეთ მისი ნაწილი. შექმენით დაუვიწყარი მოგონებები, შეისწავლეთ ქართული ტრადიციული ცეკვა და წაიღეთ საქართველოდან ემოცია, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ. შეიგრძენი საქართველო ცეკვით — და წაიღე დაუვიწყარი გამოცდილება სახლში!

შეთავაზებები

Option — ჯავშნით
ჯავშნით
Option — შესაფერისი 8-17 წლის ბავშვებისთვის
შესაფერისი 8-17 წლის ბავშვებისთვის
Option — შესაფერისი 3-7 წლის ბავშვებისთვის
შესაფერისი 3-7 წლის ბავშვებისთვის
Option — გადახდა: ნაღდი ფული
გადახდა: ნაღდი ფული
Option — კომუნიკაცია: ქართული
კომუნიკაცია: ქართული
Option — კომუნიკაცია: ინგლისური
კომუნიკაცია: ინგლისური
Option — კომუნიკაცია: რუსული
კომუნიკაცია: რუსული
Option — სველი წერტილი
სველი წერტილი
Option — ცხოველები დაიშვება
ცხოველები დაიშვება
თბილისი
ვახტანგ ბოჭორიშვილის 37ბ