Skip to content
Logo

მესხური ოდა

საოჯახო რესტორანი, მზისკარი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
“მესხური ოდა” მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის რაიონ სოფელ ჭობარეთში.ჩვენი მიმართულება ისტორიული ტენილი ყველის წარმოება, დამუშავების ტექნოლოგიისა და საყველე მასის მომწიფების მიხედვით ტენილი ჩედერიზებული ყველის ჯგუფს მიეკუთვნება. ვიზუალურად გრძელ და წვრილ ძაფს მოგაგონებთ. ტენილი მნიშვნელოვნად განსხვავდება ადგილობრივი წათხის ყველებისაგან, როგორც დამუშავების ტექნოლოგიური პროცესით, ისე გარეგნული სახით, გემოთი, სუნით, კონსისტენციითა და სხვა თვისებებით. ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ მესხური სამზარეულოს საუკეთესო კერძები ხორბლის მთელი ჯიშობრივი სიმდიდრიდან, რომელიც საქართველოში საუკუნეთა მანძილზე შეიქმნა, განსაკუთრებით ძვირფასი ე.წ „დოლის პური“. მესხური წარმომავლობის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინო. აღნიშნული ჯიში გამოირჩევა მსხვილი მარცვლებით და ლამაზად დანაკვთული ფოთლებით.ლეგენდის მიხედვით სწორედ ეს იყო მეფე თამარის რჩეული ღვინო.

შეთავაზებები

Option — Pet friendly
Pet friendly
Option — კულტურული პროგრამა
კულტურული პროგრამა

სამზარეულო

ქართული
სამცხე-ჯავახეთი
ჭობარეთი,სამცხე-ჯავახეთი,ასპინძის რაიონი,სოფელი ჭობარეთი