ობიექტის შესახებ
კომპანია „ქართველი“ 2015 წელს დაარსა ჯიმშერ ჩხაიძე-ასკანელმა. „ქართველი“ არის ჰაბი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე წარმატებულ ბრენდს: ღვინოები „ქართველი“, „გვარიანი“; ბრენდები „არაგველი“ , „ორბელიანი“; ასევე, პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“.
საწარმოს ტერიტორიაზე მდებარეობს:
- ღვინის საწარმო:
- ვისკის დისტილერია:
- კასრების საცავი;
- ქვევრების საცავი;
- ამპელოგრაფიული მუზეუმი - ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებულია 500-მდე ქართული და უცხოური ჯიშის ვაზის საცავი;
- სადეგუსტაციო სივრცეები ღვინისა და ვისკისთვის.