ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7„მზიური გარდენსის“ აპარტამენტები მდებარეობს მახინჯაურში, ბათუმის ცენტრიდან მხოლოდ 6 კილომეტრის დაშორებით, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე გარემოში. ეს ლოკაცია გამორჩეულია თავისი ბალნეოლოგიური რესურსებით, რბილი სუბტროპიკული კლიმატით და ზღვა-მთის ჰაერის უნიკალური შერწყმით, რაც მას იდეალურს ხდის როგორც რეკრეაციული ვიზიტებისთვის, ისე გრძელვადიანი ცხოვრებისათვის.
კომპლექსი მოიცავს 581 სრულად აღჭურვილ აპარტამენტს, თითოეულ ბინას აქვს ინდივიდუალური აივანი, საიდანაც იშლება პანორამული ხედები ბათუმზე, შავი ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე ბუნებრივ ლანდშაფტებზე.
ინფრასტრუქტურა მოიცავს ორ ღია საცურაო აუზს და მხოლოდ რეზიდენტებისთვის განკუთვნილ კერძო სანაპირო ზოლს, რაც ქმნის მშვიდ და სრულფასოვან გარემოს დასვენებისა თუ ყოველდღიური ცხოვრებისათვის.