ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო მწვანე ყვავილი მდებარეობს ქუთაისის ისტორიულ უბანში, მწვანეყვავილაზე. სასტუმრო ბუტიკის სტილია, 7 კეთილმოწყობილი და კომფორტული ნომრით. სასტუმროს 0 სართულზე განთავსებულია ღვინის მარანი, სადეგუსტაციო და კულინარიული მასტერკლასების სივრცე. ხოლო სასტუმროს მეორე სართულზე მდებარეობს ბარი და ტერასა, ულამაზესი ხედებით რიონის ხეობაზე და ბაგრატის ტაძარზე.