Skip to content
Logo

ნაბერაული ვაინს

ღვინის საწარმო

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

ნაბერაული ვაინსის ისტორია 2018 წლიდან იწყება და მიზნად ისახავს მსოფლიო ღვინის რუკაზე რაჭა-ლეჩხუმის, როგორც იშვიათი და უნიკალური ღვინის მწარმოებელი რეგიონის, მონიშვნას. ჩვენი უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ქარხანა და ლაბორატორია რაჭის ულამაზეს სოფელ სადმელში არის განთავსებული. ამ ადგილას ბერების მარნების ნაშთებია შემორჩენილი, ამბავი მე-17-18 საუკუნეებიდან იწყება, მაშინ, როცა საქართველოს ბარი მტერს ებრძოდა, მთაში კი, ხელოვნების ნიმუშები და ქართველი კაცისთვის ყველაზე ძვირფასი – ვაზი გაიხიზნა. თითქოს, წინაპრებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სწორედ ღვინო იქნებოდა ის სავიზიტო ბარათი, რომლითაც მომავალში საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე წარსდგებოდა და თავს გააცნობდა. ღვინოს ამ ისტორიის პატივსაცემად დაერქვა „ნაბერაული“. ეტიკეტებიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შესახებ ყვება. ნაბერაულის ღვინოები დამზადებულია რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშებისაგან: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი, ძელშავი, ცოლიკოური, უსახელოური, რაჭული მწვანე.

შეთავაზებები

Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
სადმელი,სოფელი სადმელი