ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7მარანი „ობენე“ მდებარეობს სამეგრელოში, მუხურში. ვენახში ვაშენებთ სამეგრელოს ადგილობრივ და იშვიათ ვაზის ჯიშებს და ვამზადებთ მცირე რაოდენობის ღვინოს. ჩვენი მიზანია ადგილობრივი ვაზის ჯიშების შენარჩუნება და მათი ბუნებრივი ხასიათის წარმოჩენა ღვინოში. მარანი ასევე მასპინძლობს სტუმრებს და აცნობს მათ სამეგრელოს ღვინისა და კულტურის ტრადიციებს.
ეს ინგლისურად მინდა