ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7მეღვინეობა „ოდაბადე“ მდებარეობს სამეგრელოში, სოფელ დიდ ჭყონში, მდინარე ტეხურის პირას. საუკუნოვანი მარანი და ოჯახური მეღვინეობის ტრადიცია აქ ადგილობრივი ენდემური ვაზის ჯიშების ღვინოებში ცოცხლდება. სტუმრებს ელოდებათ ავთენტური მეგრული გარემო, ტრადიციული მარანი და უნიკალური ადგილობრივი ღვინოების დაგემოვნება.