ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7წინანდლის ისტორიულ მამულში სასტუმრო „პარკ ჰოტელი“ 2019 წელს გაიხსნა. თანამედროვე ახალგაზრდების გემოვნებასა და მოთხოვნებზე
იდეალურად მორგებული სასტუმრო, წინანდლის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის მთავარი მასპინძელია. შესაბამისად, „პარკ ჰოტელის“
მთავარ კონცეფციად სწორედ მუსიკა, სტრიტ-არტი, კაშკაშა ფერები და მინიმალისტური, საინტერესო დიზაინი იქნა არჩეული.
„პარკ ჰოტელის“ ინტერიერზე ქართველმა დიზაინერმა თამარ ვალიშვილმა იმუშავა. კედლების სივრცულ-გეომეტრიული მოხატულობა, ემოციური
თემატიკის, სტრიტ-არტის და მუსიკალური მხატვრული კომპოზიციები კი მხატვარებს - ქეთი დავლიანიძეს და გიორგი ქაცარავას ეკუთვნით.
სასტუმროს 3 სართულზე 72 კომფორტული, ინდუსტრიული სტილის ინტერიერის ოთახია განლაგებული. ოთახების დიზაინი საგანგებოდ შეიქმნა
შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, წინანდლის მუსიკალურ ფესტივალზე მოწვეული მუსიკოსებისთვის. ფესტივალის
პერიოდში ოთახები მუსიკოსებისთვის შესაბამისი ინსტრუმენტებით აღიჭურვება ხოლმე, სხვა დანარჩენ დროს კი სასემინარო და საკონფერენციო
დარბაზების ფუნქციას ასრულებს.