ობიექტის შესახებ
ჩვენი მარანი პონგინო ვაინ მდებარეობს სოფელ ხაშმში. კახეთის რეგიონი. ეს გახლავთ საქართველოში ყველაზე პატარა მიკროზონა სადაც იწარმოება სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული წითელი მშრალი ღვინო ხაშმის საფერავი. ასევე ჩვენთან სტუმრობის დროს შეგიძლიათ დააგემოვნოთ: რქაწითელი, მანავი, მუსკატი, ქისი და რამოდენიმე სახის ლიქიორი და ჭაჭა.
ჩვენთან შეძლებთ ტრადიციული ქართული კერძების მირთმევასა და თავად მომზადებას.
შეგიძლიათ დატკბეთ ქართული მრავალხმიანი მუსიკითაც.
თქვენ ადგილზე დაგხვდებთ ქალი თამადა ნაციონალური ფორმით. და სურვილის შემთხვევაში გექნებთ შესაძლებლობა გაიაროთ ქართული ცეკვის მასტერკლასები.
დააგემოვნებთ სახლში მომზადებულ უამრავ მურაბებსა და სოუსებს.
თქვენ აქ გელოდებათ ძალიან თბილი და სახლური გარემო.